თბილისი. „საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველო“ ჟურნალისტების ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის უფლებებს სასამართლოში დაიცავს.
„გასაჩივრებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილება, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მელაძე სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის მოტივით უკანონოდ გაანთავისუფლეს ტელეკომპანიიდან. ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტები არ იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის. ასევე, შრომის კოდექსის დარღვევით არ ხდებოდეს მათი სამსახურიდან განთავისუფლება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)