თბილისი. „ქალები საქართველოდან“ აქვეყნებს მკითხველის წერილს, რომელიც მწვანე აქტივისტის გრეტა თუნბერგის გაეროს სამიტზე გამოსვლას და ამ გამოვლის გამოხმაურებებს ეხება.
„მე არ მიკვირს გრეტას განწყობა, რადგან მახსოვს მომენტი, როდესაც ჩემი გოგო გაიტაცა პლანეტებმა და ასტრონომიამ. ტელესკოპიც ვიყიდეთ და სხვადასხვა წიგნები ასტრონომიის შესახებ. მახსოვს ვნახეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მზე X წლის შემდეგ ჩაქრება და მოკვდება. ეს ამბავი ძალიან განიცადა, შეეცოდა მზე, შეეცოდა პლანეტა, მცენარეები, ცხოველები და ადამიანები. მთელი კვირა მის დამშვიდებას მოვუნდი. როდესაც გრეტას ვუყურებ, ჩემს წინ ტიპური მაღალფუნქციური აუტიზმის მქონე გოგონა დგას - ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მამაცი. მიხარია და იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილისთვის იგი მისაბაძი მაგალითი გახდება და არამხოლოდ, კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის შესახებ გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას, არამედ ქალებში და გოგონებში აუტისტური სპექტრის შესახებაც დაანგრევს სტერეოტიპებს“, ნათქვამია წერილში.
პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
წყარო: „ქალები საქართველოდან“ გვერდი სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებები ეკოლოგია ჯანდაცვა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)