თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს გიორგი ხასაიას და ვაკო ნაცვლიშვილის პუბლიკაციას პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში.
„სექტემბრის ხელფასების არჩარიცხვის შემდეგ ვალით წელნატკენი და შიმშილის პირას მდგარი, მაგრამ მამაცი ტყიბულელი ხალხი გარეთ გამოვიდა. ბავშვებს კარგად ესმით, რატომ არ აცვიათ ახალი ფეხსაცმელი ახალ სასწავლო წელს; მასწავლებლებმა იციან, რა აწუხებთ მოსწავლეებს და მათ მშობლებს – ამავე მასწავლებლების ყოფილ მოსწავლეებს; მაღაზიის გამყიდველმა იცის, რატომ არ ეყიდება პური და ძეხვი. და ისიც იციან, რომ არსებობს ერთად ყოფნისა და ერთად ბრძოლის სიხარული, რომელსაც ტყიბულში სულ უფრო ატანენ გემოს და სულ უფრო რწმუნდებიან მის ძალაში“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)