სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდში, სამოქალაქო საბჭოს წევრების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესრულების ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციამ, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრობლემათა შესახებ, რომელთა მოგვარებასაც მოქალაქეები 2020 წლისთვის ითხოვენ.
„ზუგდიდის მერიამ, 2019 წლისთვის ჩვენი საბჭოს წევრთა მიერ იდენტიფიცირებული 48 პრობლემიდან 24 საკითხის გადაჭრაზე გამოთქვა მზაობა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილის გადაჭრა კი ახლა მიმდინარეობს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)