თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივა საქართველოში.
„წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს და პერსპექტივებს მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივის (Extractive Industries Transparency Initiative - EITI) გლობალურ სტანდარტთან მიერთებისა, რადგან იგი უზრუნველყოფს და განამტკიცებს ბუნებრივი რესურსების მართვას ღიაობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების შესაბამისად. ბუნებრივი რესურსების მოპოვება და გამოყენება განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამავდროულად მათი არამართებული გამოყენების და მათთან დაკავშირებით კორუფციული გარიგებების წარმოების რისკი საკმაოდ მაღალია. დარგის არაეფექტიანობა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივი გარემოსთვის მეტად მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს კიდეც“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)