თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: სიძულვილის ენა საჯარო სამსახურში.
„კვლევაში განხილულია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ადგენს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მიერ სიძულვილის ენის გამოუყენებლობას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მთავრობის N200 დადგენილებაზე („საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური წარმოების პროცედურებს. კვლევის პროცესში მოხდა იმ საჯარო მოხელეთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას საჯარო სივრცეში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)