თბილისი. 3 ოქტომბერს, ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა.
„კონფერენციის პანელურ სხდომებზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედია ციფრული პლატფორმების, მათ შორის სოციალური ქსელების, ეპოქაში; ხელოვნური ინტელექტით მართული ჟურნალისტიკა და ავტომატიზაციის გავლენა მედიაზე; თანამედროვე მედიის შემოსავლები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამას გარდა, ცალკეულ სამუშაო ჯგუფებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ულტრანაციონალისტური ჯგუფების გაშუქება; ბოტებისა და ტროლების კომენტარები მედიაკონტენტთან მიმართებით; პლაგიარიზმი და ციტირება. კონფერენცია ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით”, ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)