en
ge

EMC მუსლიმი მესხი სტუდენტისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას ეხმიანება

EMC მუსლიმი მესხი სტუდენტისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას ეხმიანება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ მუსლიმი მესხი სტუდენტის, ხალილ სარვაროვისთვის საქართველოში შემოსვლაზე შსს-ს უარი თვითნებურია და ის რეპატრიაციის პროცესს აზიანებს. 

„EMC მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საზღვრის კვეთის შეზღუდვის მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს: •მოახდინოს ხალილ სარვაროვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების რევიზია და კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტილების მიღება; 

•უზრუნველყოს თითოეულ საქმეში ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ჯეროვანი დასაბუთება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, რაც თვითნებური და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის წინაპირობას შექმნის. 

•გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებების მძიმე სოციალური ეფექტი კონკრტული სოციალური ჯგუფებისთვის (საზღრის კვეთის დროს როგორც წესი მნიშნელოვან ბარიერებს, სწორედ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან) და გადაწყვეტილებები საქმის დეტალურ და ზედმიწევნით შესწავლას დააფუძნოს. 

•შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რელევანტური სახელმწიფო უწყებების გარდა, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს და აქტორებს გააერთანებს და კანონში არსებულ ხარვეზისა და დამკვიდრებული თვითნებური პრაქტიკის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)