თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება, 2019 წლის 3 ოქტომბერს, პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის კომენტარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მისამართით. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ“.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ. მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული“, - მიიჩნევს სახალხო დამცველი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)