თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებს.
„მნიშვნელოვანია ევროკავშირის რეგულაციები ზუსტად აისახოს კანონმდებლობაში და გონივრულ ვადებში მოხდეს მისი იმპლემენტაცია. კანონპროექტით გათვალისწინებული ინფორმაციის დამუშავების საფუძვლები სრულად არ შეესაბამება GDPR-ით განსაზღვრულ სტანდარტს და ბუნდოვანია. GDPR ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას დაადგინოს გარკვეული გამონაკლისები საჯარო და ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც ადეკვატურად უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)