თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, გაეროში სიტყვით გამოვიდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე.
„თავის გამოსვლაში ესმა გუმბერიძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი ადამიანებისა და ბარიერების იდენტიფიცირება და პირველ რიგში, მათი ხმის გაგონება“, ნათქვამია პორტალის ვებგვერდზე.
წყარო: www.ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)