თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა თანასწორობის და სოლიდარობის ქსელის შექმნას.
„ქსელის პირველი სამუშაო შეხვედრა 5-6 ოქტომბერს შედგა და მასში მონაწილეობა პოლიტიკოსებმა, საჯარო მოხელეებმა, მკვლევარებმა და თემის აქტივისტებმა მიიღეს. შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ თეორიული ცოდნის გაზიარებას, რომელიც დაეფუძნა EMC-ს კოორდინირებით, ამ თემაზე მომზადებული უახლოესი კვლევის შედეგებს პანკისზე, მაღალმთიან აჭარასა და ქვემო ქართლზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)