თბილისი. 5 ოქტომბერს, გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელიც ეხებოდა ბუნებრივი გარემოს ექსპლუატაციის დინამიკას და ბუნებრივი რესურსების როლს სახელმწიფოს აღმშენებლობის სამსახურში.
„დისკუსიის ფარგლებში ძირითადი აქცენტები გაკეთდა უახლესი ისტორიის მიმოხილვაზე, რომელიც დღემდე დგას დილემის წინაშე: ეკონომიკური ზრდა vs სოციო-ეკოლოგიური დაცულობა; უმუშევრობა vs შრომა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ია ერაძე და გიორგი ცინცაძე“, ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)