თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.
"მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების შინაარსი არ შეესაბამება შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და დამსაქმებელი მისი გათავისუფლებისას არამართლზომიერად მოქმედებდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)