თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა შეისწავლა.
„კვლევამ აჩვენა რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია. მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მერიები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინასების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგალითად კაპიტალური ხარჯები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ. ამავდროულად, ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილი მოსახლეობის სიმრავლით გამორჩეულ გორის მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდის ათვისების საჭიროების არ არსებობა“, - ვკითხულობთ კვლევის დასკვნით ნაწილში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)