თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, კორუფციასთან ბრძოლის სასერთიფიკატო პროგრამა დაიწყო.
„პროგრამაში მონაწილეობით 388 განმცხადებლიდან შერჩეული 31 - სტუდენტი, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენელი - გაიღრმავებს ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენს კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. სრული პროგრამა 8 თემატური მოდულისგან (1 მოდულის ხანგრძლივობა 3 კვირაა; 12 საათი/6 ლექცია) შედგება და 2 სემესტრის განმავლობაში გრძელდება. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)