თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
„საია საზოგადოებას წარუდგენს 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებს. სასამართლო პროცესების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართალწარმოება ხარვეზებით მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ საკითხებში შეინიშნება გაუმჯობესებული მიდგომები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge სამართალი მონიტორინგი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)