თბილისი. 22 ივნისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სლოვაკურმა არასამთვრობო ორგანიზაციამ „მემო 98–მა" ერთობლივი მედიამონიტორინგის პროექტი წარადგინეს. ორგანიზაციების მიერ შერჩეული 6 მონიტორი წინასაარჩევნოდ 11 ტელეკომპანიას დააკვირდება. კერძოდ, ისინი სატელევიზიო არხებზე 7 საათიდან 12 საათამდე ტრანსლირებულ ყველა გადაცემის კონტენ–ანალიზს ჩაატარებენ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით მონიტორები კონკრეტული ტელეარხების მიერ გავრცელებული კონტენტის შესაბამისობას გამოიკვლევენ მაუწყებელთა ეთიკის კოდექსთან და ჟურნალისტური ეთiკის ქარტიის ნორმებთან მიმართებაში. მონიტორინგი 1 ივლისიდან დაიწყება და არჩევნების დღემდე გაგრძელდება. მონიტორები დააკვირდებიან შემდეგ ნაციონალურ არხებს: „საზოგადოებრივ მაუწეყებელს", „რუსთავი 2–ს", „იმედს", ასევე ისეთ ტელევეზიებსაც, რომელთა მაუწყებლობა თბილისიდან ხორციელდება, მაგალითად „მაესტრო", „რეალტივი", „კავკასია", „მეცხრე არხი". მონიტორების ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა რეგიონული მაუწყებლები, იმერთში „რიონი" და "მეგატივი", ხოლო აჭარაში „აჭარის ტელევიზია" და „25–ე არხი".
პროექტი „ღია საზოგადოება–საქართველოს" დაფინანსებით ხორციელდება.