თბილისი. საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მეთორმეტე ნაკადის მიღებას იწყებს.
„ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება. ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sab.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)