თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2019 წლის შეფასებით.
„მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველომ მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2014 წელს მიიღო. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სტაბილურად და სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებში მიაღწია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2014 წლიდან ქვეყნის განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. მართალია მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა რეგულირების ხარისხისა და ეფექტური მმართველობის კრიტერიუმებში, თუმცა 2018 წელს რეგრესი დაფიქსირდა გამოხატვის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებებში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)