თბილისი. 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საჯარო შეხვედრა გამართა თემაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება. წელს ამ დღის ფოკუსი სუიციდის პრევენციაა“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)