თბილისი. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენცია გამართა.
„პრესკონფერენციას დაესწრო საქართველოში ახლადჩამოსული აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა, რომელმაც მუხთარლის დამცველ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად მედიას დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა როგორც მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე გამოძიების პროცესში მტკიცებულების ვიდეოს დაზიანების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მუხთარლის და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოშიც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. საქმეს ევროპის სასამართლოში პრიორიტეტი აქვს მინიჭებული“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)