თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა ვიტალი საფაროვის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
ვინაიდან საქმეში მსჯელობა შეეხებოდა სავარაუდო სიძულვილის მოტივს, სახალხო დამცველმა, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმმა, წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე იმსჯელა სიძულვილის მოტივის ინდიკატორებზე და სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)