თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „კომპანია პლექ სი გრუპისა“ და ამავე კომპანიის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დირექტორის მოადგილე არაეთიკური კომუნიკაციის ფორმებს იყენებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი განმცხადებლების მისამართით, მათ შორის, მესამე პირების თანდასწრებით, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართავდა მათ და, როგორც ძალაუფლების მქონე პირი, მტრულ და დამამცირებელ სამუშაო გარემოს ქმნიდა. ამასთან, განმცხადებლების თხოვნის მიუხედავად, კომპანიის დირექტორს აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)