ქვემო ქართლი. 11 ოქტომბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებისათვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.
„სემინარს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი, რომელმაც ისაუბრა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე და მედიაწიგნიერების როლზე. ყურადღება გამახვილდა, ასევე საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებზე, პერსპექტივებზე და გამოწვევებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)