თბილისი. თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეხვედრა გამართა.
„ნინო ლომჯარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროს პრობლემებზე, რომელიც განათლების ყველა ეტაპზე უდგას უსინათლო და მცირემხედველ პირებს, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფა და სკოლის პედაგოგთა არასათანადო მზაობა სსსმ (შშმ) მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, ნათქვამია ომბუდსმენის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)