გურია. 12-13 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გურიას ესტუმრა. ვიზიტის დროს იგი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წრმომადგენლებს, ასევე ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე ოზურგეთში.
ევროკავშირის ელჩმა გურიაში სტუმრობა ნაგომარში, ჩაის კოოპერატივში ვიზიტით დაიწყო. ის ერთ-ერთია იმ 17 კოოპერატივიდან, რომელიც ევროკავშირის დახმარებით სარგებლობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა და ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოადხინა, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში, გააფართოვა ქარხანა და გააორმაგა წარმოება.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)