თბილისი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტის „საქართელოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში დაიწყო კერძო აღმასრულებლის საქმიანობის შემსწავლელი ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც 14 სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელი მონაწილეობს.
"ტრენინგის მიზანია კერძო სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი ტრენერების მომზადება, რომელთა მეშვეობითაც მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო აღმასრულებელი გადამზადდება კერძო საქმიანობისთვის აუცილებელ საკითხებში და მომზადებული შეხვდება აღსრულების სამართალში დაგეგმილი რეფორმის განხორციელებას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)