კახეთი. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ადგილობრივი ფერმერის მოყვანილი ტკბილი სიმინდი კარფურში იყიდება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი, რაიმუნდ იელე FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარს საკუთარი პროდუქციის „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში შეტანის პირველ დღეს პირადად შეხვდა.
კახეთში მოყვანილი ტკბილი სიმინდის სუპერმარკეტში გაყიდვა პირველი ფართომასშტაბიანი წარმატებაა ევროკავშირის და FAO-ს პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების პროდუქტიულობის და შემოსავლების ზრდას, თანამედროვე მიდგომებით და მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებით.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)