თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ადამიანის უფლებათა აქტივისტის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს "სასამართლო მეგობრის" მოსაზრებით (amicus curiae) მიმართა და სასამართლოს შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი შეფასებით, დანაშაულის მოტივის დადგენა არსებითია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისთვის და უმცირესობების ჯგუფებისთვის უსაფრთხო და თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის“, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)