თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს თორნიკე გერლიანის ბლოგპოსტს: ინტერპელაცია ქართულ კონტექსტში: მოლოდინები და იმედგაცრუებები.
„ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის პოლიტიკური პოტენციალიც, ყველა სხვა საზედამხედველო ბერკეტისგან მას მკვეთრად გამოარჩევს. ინტერპელაციის პროცედურის წამოწყება, როგორც წესი, დეპუტატთა მცირე ჯგუფს (ზოგიერთ ქვეყანაში 1 დეპუტატსაც კი) შეუძლია, შემდგომი პროცესი კი ფართო პოლიტიკურ დებატებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ცოცხალ ურთიერთობაში, ოპოზიციისა და მმართველი ძალის პაექრობაში, დელიბერაციასა და პოლიტიკის ქმნადობისთვის ნიადაგის მომზადებაში ვლინდება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)