თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის თაობაზე გამართულ დისკუსიას ეხმიანება.
კოალიცია მიიჩნევს, რომ: „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობასა და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით; პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად, ვიდრე ყველა ზემოთ აღნიშნული პროცედურა არ იქნება გავლილი და დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა; პარლამენტმა, კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თადუმაძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, კონსტიტუციის 48-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა“.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)