თბილისი. კავშირი „საფარი“ აქვეყნებს ელნურ ნაზიმის ბლოგპოსტს: ღია წერილი საზოგადოებას.
„ძვირფასო თანამემამულეებო! ზოგადად დანაშაულს და დამნაშავეობას არ აქვს ეროვნება. საზოგადოების წევრის რომელიმე საქციელის გამო, არ შეიძლება, ადამიანებს მივანიჭოთ ხარისხობრივი კლასიფიკაცია, – რომ ეს ხალხი დაბალი კულტურის მატარებელია, მეორე ხალხი მაღალი და ა. შ. ჩვენ ერთი საზოგადოების წევრნი ვართ. იგივე ქვეყნის მოქალაქეობის მოწმობას ვატარებთ ჯიბეში. თუ დღეს საქართველოში მცხოვრებ რომელიმე თემში ხდება მსგავსი შემთხვევები, ეს თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)