თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ლევან ასათიანის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„დავის საგანია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებას აწესებს. აღნიშნული პროგრამა მოსარჩელეს ავალდებულებს გაიაროს ერთწლიანი პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც ფასიანია და მოიცავს ცხრა თვიან სტაჟირებას ადვოკატთან და სამთვიან თეორიულ კურსს. სადავო ნორმა მოსარჩელეს ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის დამატებით ვალდებულებას უწესებს, მაშინ, როცა მოსარჩელეს, მისი მრავალწლიანი პრაქტიკული იურიდიული გამოცდილების შედეგად უკვე აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის პროცესში უნდა შეიძინოს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)