კახეთი. ორგანიზაციამ „HEKS/EPER საქართველო“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, I და II საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ ტრენინგი გამართა.
ტრენინგის მიზანი იყო ევროკავშირის გრანტის მიმღებთათვის პროექტის ფინანსური მართვის თანამედროვე სტრანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობას და შესაბამისი უნარების ამაღლება. ტრენინგის ეფექტურობისათვის, 19 მონაწილე 2 ჯგუფად გაიყო. თვითოეული ჯგუფი დაკომპლექტდა ბენეფიციარების გამოცდილებისა და კონკრეტული საჭიროებების მიხედვით. ტრენინგის ფორმატი შეიცავდა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმს, რამაც ხელი შეუწყო ტრენინგის მონაწილეების მაღალ ინტერესს, სიღრმისეულ ფიქრსა და საჭირო კონტაქტების დამყარებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)