თბილისი. 19 ოქტომბერს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენცია გამართა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ არჩილ კობიაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და იგი უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, ქართული სამართალწარმოების ისტორიაში შეიქმნა პრეცედენტი, რაც გულისხმობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამამართლებელი განაჩენით შეცვლას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: article42.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)