თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, სულხან მესხიძისა და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას ეხმაურება.
„საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს, მედეა მამულაძის მიერ განხორცილებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მუმლაძისგან. 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება“, - ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს განცხადებაში, - „მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ პროფესიული საქმიანობისას მათი უფლებების შეილახვის ფაქტები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული, დამნაშავე დაუსჯელი დარჩება და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე იარსებებს. დაუსრულებელი გამოძიების და საქმის არასათანადოდ შესწავლის შემთხვევაში ჩამოყალიბდება თვითცენზურა - ჟურნალისტები უარს იტყვიან პრობლემების გაშუქებაზე“.
წყარო: https://www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)