თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ვალერი ჩეჩელაშვილის ბლოგ პოსტს: რა იცის საქართველოზე ჟოზეფ ბორელმა.
„მართალია, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით პოლონელი დეპუტატი ანჟეი ჰალიცკის კითხვაზე პასუხისას ბორელმა გაიხსენა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია (2:18). სამწუხაროდ - ისევ სანქციების კონტექსტის გარეშე. თანაც ეს ნაწილი მისი მთლიანი ხედვიდან ერთობ ამოვარდნილი იყო. სამსაათიანი განხილვის განმავლობაში ეს იყო ის შემთხვევები, როდესაც ევროპარლამენტის შენობაში გაჟღერდა სიტყვა „საქართველო“. თავი იჩინა სამწუხარო ტენდენციამ: ყველა აღიარებს რუსეთის დანაშაულს უკრაინის მიმართ და რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების პოლიტიკის აუცილებლობას. საქართველო კი ამ სურათში არ ჩანს და, რაც ყველაზე მეტად დამაფიქრებელია, არც მოიაზრება ამ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორივე ქვეყნის მიმართ აწარმოებს ანალოგიური აგრესიისა და ოკუპაციის პოლიტიკას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)