en
ge

#ნუ ეხები მასწავლებელს #სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი

#ნუ ეხები მასწავლებელს #სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი

ქვემო ქართლი. თაზაქენდელი გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს, რომლსაც, მოსწავლე გოგონას მოტაცების გამო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსისთვის, მოსახლეობის ნაწილმა, სოფლის ცენტრში ბოდიშის მოხდა აიძულა, ქვემო ქართლელი ახალგაზრდები მხარდაჭერას უცხადებენ. 

სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი „სალამ“ და პირველი ვიდეო, რომელშიც მუსლიმი ახალგაზრდები ჰამიდს და საზოგადოებას მიმართავენ: 

„სალამი, ჩვენ მოვედით, თქვენ წინაშე ვართ! მოვდივართ, გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება! მოვდივართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენ მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვდივართ, დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ! ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი! მე ჰამიდი ვარ! ჩვენ ჰამიდები ვართ!“ 

იხილეთ ვიდეო...

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)