2019 წლის ივლისში ორგანიზაციის იურისტებს დასახმარებლად მიმართა ქალმა, რომელიც მასზე სისტემური ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ყვებოდა და აღნიშნავდა, რომ საფრთხე ემუქრება. ორგანიზაციამ 2019 წლის 2 აგვისტოს მიმართა პოლიციას, ითხოვა გამოძიების დაწყება და ქალის დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
„შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც სავარაუდო მოძალადემ რამდენჯერმე დაარღვია. მამაკაცისგან ქალის დასაცავად, სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუყენებიათ სისხლის სამართლებრივი მექანიზმი, რაც მიმდინარე საფრთხის ქვეშ აყენებს მსხვერპლს. გამოძიების დაწყების პირობებშიც კი, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსხვერპლის დაცვა შემდგომი ძალადობისგან. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფო არაეფექტურად იძიებს ქალზე ძალადობის ფაქტს, რის გამოც 2019 წლის 13 ოქტომბერს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: https://phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)