en
ge

უპასუხო კითხვები და სხვების პასუხები პარლამენტში

უპასუხო კითხვები და სხვების პასუხები პარლამენტში

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ანა ჯაბაურის ბლოგპოსტს: უპასუხო კითხვები და სხვების პასუხები პარლამენტში.

„კანონმდებლობა ხაზს უსვამს პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და ამომწურავი პასუხის გაცემის ვალდებულებას, თუმცა, ამ დებულებების დარღვევას სანქცია არ მოჰყვება ხოლმე. ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები უკიდურესი ხასიათისაა (მაგალითად, გადადგომისკენ მოწოდების რეზოლუცია, იმპიჩმენტი). დეპუტატები ნაკლები მნიშვნელობის გადაცდომად მიიჩნევენ პასუხის გაუცემლობას და სანქციების გამოყენებას ერიდებიან. კითხვების მექანიზმის უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, საჭიროა, კანონმდებლობაში გაჩნდეს შუალედური მექანიზმები თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის უგულებელყოფასა და მკაცრ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის. პასუხგაუცემელი კითხვების საჯაროდ გამოქვეყნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი მექანიზმია. შესაბამისად, აუცილებელია მისი გამრავალფეროვნება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)