22 ოქტომბრიდან ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ თბილისისა და კახეთის სკოლებში მასშტაბური სასწავლო კურსი დაიწყო.
„პირველი გაკვეთილები თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. ეს სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში უცხო ქვეყნიდან შემუსული ადამიანების მიმართ ტოლერანტობის გაზრდას. კურსის მიზანია, რომ მოსწავლეებში გაიზარდოს ტოლერანტობა უცხო ქვეყნიდან შემოსული ადამიანების მიმართ. ამასთანავე, ამ სასწავლო მოდულით ისინი შეძლებენ ერთმანეთისგან გამიჯნონ ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსი. ასევე მიიღებენ ინფორმაციას იმ წარმოშობის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ, საიდანაც საქართველოში მოქალაქეების მომართვიანობაც ყველაზე მაღალია. ამ წამოწყებაში მონაწილეობას დაახლოებით 300-ამდე მოსწავლე მიიღებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)