თბილისი. კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გასცდა.
„საჯაროდ გავრცელდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისადმი მიწერილი წერილი”, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში, - „2019 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე, კახა ბეექაური აწერს, შეფასებულია ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. ამ წერილის თანახმად, მასალა შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას. სატელეკომუნიკაციო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მიერ ფილმის შინაარსის ამგვარი ანალიზი, კოალიციის ,,მედიის ადვოკატირებისთვის” შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას და არის მედიის შინაარსში შეჭრა. აღნიშნული წერილი შეიცავს მნიშნელოვან რისკებს და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა აჭარბებდეს საკუთარ უფლებამოსილებას და უნდა მოქმედებდეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მანდატის ფარგლებში“.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)