თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
„ფრაქცია „ქართულ ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, დღეს უკვე მრჩეველთა საბჭოს წევრია და მისი უფლებამოსილების ვადა არ გასულა. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობისას ფრაქციების კვოტით შესაძლებელია მხოლოდ 2 კანდიდატის წარდგენა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)