თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა იმერეთის 3 მუნიციპალიტეტის (წყალტუბო, ტყიბული, ქუთაისი) 10 დასახლებაში 40-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს.
"ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოკითხული მოქალაქეები ისეთ საჭიროებებსა და პრობლემებს ასახელებენ, როგორიცაა: ნაგავსაყრელების მოწესრიგება ქალაქებში და ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმა სოფლებში, გარეგანათების, შიდა გზების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგება და ახალი ტრანსპორტის დამატება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკით, რეკრეაციული ტერიტორიების მოწესრიგება და ა.შ.“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)