თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საკრებულოს შუალედური არჩევნების დღის საბოლოო შეფასება გამოაქვეყნა.
2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებს, ორგანიზაცია, ყველა საარჩევნო ოლქში, - ლაგოდეხის 4 საარჩევნო უბანზე, მარტვილის 2 საარჩევნო უბანზე და ადიგენის 1 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა. დასკვნის მიხედვით, არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, გარკვეული ტენდენციური ფაქტებიც დაფიქსირდა.
წყარო: https://isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)