თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) facebook-ზე დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„2020 წლის საპაარლამენტო არჩვნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე ფეისბუქზე უფრო მეტად იკრებს ძალას დეზინფორმაციის კამპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარი სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან. ორგანიზებულ კამპანიას კარგად ეტყობა, რომ მათ უკან მდგომი ანონიმური აქტორები იყენებენ წინასწარ დამუშავებულ დეზინფორმაციულ მესიჯებს, რომლის მიზანიც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამოწვევა და შესაბამისი აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ ანტაგონისტური განწყობების გაღვივებაა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
წყარო: https://isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)