აჭარა. ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ხულოს განვითარების ჯგუფი (LAG) იწყებს პროექტს „საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“.
პროექტის მიზანია მომსახურების, მართვის და მარკეტინგის მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტის საოჯახო სასტუმროების მფლობელების ცოდნის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება 13 საოჯახო სასტუმროს მეპატრონე. პროექტის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს. იგი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში თანადაფინანსებით.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)