თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: მუნიციპალური სამსახურები ნაქირავებ შენობებში მუშაობენ.
„როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. წალკის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელსაც საკუთრებაში მერია/საკრებულოს შენობაც კი არ აქვს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობით უსასყიდლოდ სარგებლობს. ნაწილ შემთხვევებში კი მუნიციპალიტეტებს შენობების ქირაობა უწევთ საბავშვო ბაღების, ცალკეული სამსახურებისა და მუნიციპალური იურიდიული პირების ფუნქციონირებისათვის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)