თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თამთა მიქელაძის ბლოგ პოსტს: „ეკლესიის კრიზისის რამდენიმე პოლიტიკური ასპექტი“.
„ამ მოცემულობაში საინტერესოა, რომ ეკლესია მზარდად აგროვებს ფინანსურ და ქონებრივ რესურსებს და ის სხვადასხვა არხიდან (სახელმწიფო ბიუჯეტი, თვითმმართველობების ბიუჯეტი, სარეზერვო ფონდებიდან, ცალკეული სამინისტროების ბიუჯეტები, სახელმწიფოს უძრავი ქონების გადაცემა) სახელმწიფოსგან მუდმივად იღებს დაფინანსებას. უნდა ითქვას, რომ ის ამ რესურსების უკიდურესად მინიმალურ წილს ხარჯავს სოციალური მსახურებისთვის. ამის ნაცვლად, საპატრიარქო აძლიერებს ეკლესიების მშენებლობის და საგანმანათლებლო სამუშაოებს, როგორც მისი ყველგანმყოფობის, გავლენის და საბოლოოდ ძალაუფლების გატარების მექანიზმებს. სიმდიდრის დაგროვების ამ პრაქტიკამ ეკლესია გააუცხოვა ჩვენი ღარიბი და სასოწარკვეთილი საზოგადოებისგან და მთლიანად ძალაუფლების ველში მოისროლა. პრივილეგირებულ ეპისკოპოსებს და სხვა იერარქიებს მათი მოოქროვილი სივრცეებიდან აღარ ესმით ტანჯულების ხმები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)